
პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი 19 იანვარს, „ღამის კურიერის“ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირება იმდენად მწვავე საკითხს შეეხო, რომ მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთისკენ გაიწიეს კიდეც, თუმცა გადაცემის წამყვანებმა სიტუაციის დარეგულირება შეძლეს. მამუკა ხაზარაძემ “ღამის კურიერის” სტუდია მალევე დატოვა.
მაყურებლის ნაწილმა ელისაშვილის პოზიცია დაიჭირა და სოციალურ ქსელში მხარდასაჭერი პოსტებიც გამოაქვეყნეს. ნაწილმა კი ორივე ოპოზიციონერი ლიდერი გააკრიტიკა.
თუმცა აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ფაქტმა იუმორის ხასიათზე დააყენა. მაგალითად, ოქრუაშვილმა დაწერა, რომ „გადარჩენილები არიან, ცხვირით რომ არ ურქინიეს“.

სოციალურ ქსელში ისიც კი დაწერეს, რომ თიბისი ბანკმა ელისაშვილს სესხზე პროცენტი გაუზარდა. ნაწილი იუმორს მიხვდა, ნაწილმა კი პოსტი სერიოზულად აღიქვა და „გადაწყვეტილება“ პირდაპირ ეთერში მომხდარ ჩხუბს დაუკავშირეს.
თუმცა როგორც გაირკვა, ეს ინფორმაცია ინციდენტის შეფასების საპასუხოდ ერთ-ერთმა მოქლაქემ დაწერა.
რადგან როგორც ელისაშვილმა გვითხრა, თიბისი ბანკში სესხი საერთოდ არ აქვს.






















