19:24 | 2021-01-06 ავტორი: ამუკა ქორიძე

ელიზაბეტ მეორე 2021 წელს, ტრადიციულ ბაღების წვეულებას აუქმებს

ელიზაბეტ მეორე 2021 წელს, ტრადიციულ ბაღების წვეულებას აუქმებს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა – ელიზაბეტ მეორემ, პანდემიასთან დაკავშირებით, 2021 წლის ჩანიშნული ბაღის წვეულებები გააუქმა. ინფორმაციას ბრიტანული პრესა – Mirror ავრცელებს.

 

წყაროს მიხედვით, ახალი ამბავი დიდ ბრიტანეთის მესამე „ლოქდაუნის“ გამოცხადებიდან მეორე დღეს სამეფო საინფორმაციო წარმომადგენელმა გაავრცელა.

 

94 წლის დედოფალი და მისი 99 წლის მეუღლე, პრინცი – ფილიპი არიან Covid – 19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ. სწორედ ამ მიზნით, ყველა დაგეგმილი ბაღის წვეულება, როგორც ბაკინგემის სასახლეში, ასევე ჰოლირუდჰაუსშიც გაუქმდა..

 

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კრიიზისის გამო, სამეფო პერსონალს უჭირს ღონისძიებების დაგეგმვა. სხვა შემთხვევაში, რომ არა პანდემია, დედოფალი 30 000 სტუმარს მიიპატიჟებდა, ზაფხულის ეზოს წვეულებების სერიებზე. სამეფო ოჯახის ვებ-გვერდის მიხედვით, ყოველ წვეულებაზე, დაახლოებით 27 000 ჭიქა ჩაი, 20 000 სენდვიჩი და 20 000 ნაჭერი ნამცხვარი იჭმეოდა.

 

(2019 წლის "ბაღების წვეულება")

 

„უკეთესი დღეები დაბრუნდება. ჩვენ კვლავ ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან, ჩვენ კვლავ ვიქნებით ჩვენს ოჯახებთან ერთად. ჩვენ ისევ შევხვდებით“ – განაცხადა დედოფალმა საახალწლო ვიდეომიმართვაში, რომელიც წინა თვეს გაავრცელა.

 

ამჟამად, პანდემიის პერიოდში, დედოფალი ელიზაბეტი და პრინცი ფილიპი ვინდსორის სასახლეში მცირერიცხოვან მომსახურე პერსონალთან ერთად ცხოვრობენ.

ავტორი: ამუკა ქორიძე

X