09:40 | 2020-06-14 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ელიზაბეტ მეორემ იუბილე მოკრძალებულად აღნიშნა

ელიზაბეტ მეორემ იუბილე მოკრძალებულად აღნიშნა

ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ 94 წლის იუბილე მოკრძალებულად აღნიშნა. მონარქის პატივსაცემად ბუკინგემის სასახლესთან ტრადიციული აღლუმი არ გამართულა.

 

არსებული ინფორმაციით, ის დაბადების დღეს უინძორების სასახლეში მეუღლესთან ერთად შეხვდა, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

 

 

 

ცნობისთვის, დაბადების დღე ბრიტანეთის დედოფალს 21 აპრილს აქვს. თუმცა საჯაროდ ის იუბილეს ივნისის მეორე შაბათ დღეს აღნიშნავს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X