
“ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“- საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, წარმოშობით ქართველი სპოტსმენის, ლუკა მხეიძის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს.
მაკრონის თქმით, ლუკა მხეიძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საფრანგეთს გამარჯვება მოუტანა.
„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“, – წერს ემანუელ მაკრონი.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ლუკა მხეიძის გამარჯვების შემდეგ ფრანგული მედია მის შესახებ საუბრობს.
“დევნილთა ბანაკიდან ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლამდე“- წერს ერთ-ერთი გამომცემლობა წარმოშობით ქართველი სპორტსმენის შესახებ.
Les Jeux olympiques, ce sont de formidables histoires humaines. Né en Géorgie, naturalisé Français en 2015, Luka Mkheidze vient d’obtenir la première médaille française à Tokyo. Fierté partagée par la Nation qu’il a choisie ! https://t.co/qUh6LdU3kW
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 24, 2021






















