23:06 | 2021-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა, სახლში 24 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა“ – შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა, სახლში 24 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა“ – შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„მიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ემიგრანტი დედის შვილი გარდაიცვალა, დედა კი „მოკვდა“. არადა, კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილების სამომავლოდ. სახლში 25 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა, მისთვის ცოლი უნდა შეერთო. ქორწილი უნდა გადაეხადა. შვილიშვილები უნდა ჰყოლოდა. ყველაფერ ამისთვის უძლებდა სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება.

 

3 მითი ვაქცინაციის შესახებ - რეალური სამედიცინო ფაქტები რიგითი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე
2021-03-143 მითი ვაქცინაციის შესახებ - რეალური სამედიცინო ფაქტები რიგითი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე

 

ახლა კი მიემგზავრება კონსტანტინეპოლიდან ცარიელ-ტარიელი. შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ, თურმე უბრალოდ სუნთქავენ.. ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი დედა ახლა… მიდის მშობლიურ მიწაზე.. მხოლოდ მიდის. 3 მაისს 25 შეუსრულდებოდა. ალექსა სვიანაძე გარდაიცვალა“, – წერს შოთო სიხარულიძე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X