20:55 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

ემხრობა თუ არა თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ. მწვანე ბარათის ამოქმედებას

ემხრობა თუ არა თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ. მწვანე ბარათის ამოქმედებას

1-ელი დეკემბრიდან ქვეყენაში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეები მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ.

 

საზოგადოებაში ბევრჯერ დაისვა კითხვა, იგეგმება თუ არა „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ.მწვანე ბარათის ამოქმედებას არ ემხრობა.

 

როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირების მგზავრობის აკრძალვა საზოგადოებისთვის მტკივნეული იქნება.

 

„მწვანე პასპორტის“ არეალი რომ გაფართოვდეს, ეს კარგია, ეს ინფექციის გავრცელებას და სიკვდილობას შეამცირებს, მაგრამ რიგში დგას ტრანსპორტი, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა დასნებოვნების. თუმცა, ერთია კარგი სურვილები და მეორეა, ამის აღსრულების შესაძლებლობა.

 

ძნელია, ტრანსპორტში ყველგან წარადგინო „მწვანე პასპორტი“, მოხდეს კონტროლი, ტრანსპორტი ხშირად გადატვირთულია, რიგები დგას და ტრანსპორტში არშეშვება „მწვანე პასპორტის“ არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება. ურესტორნოდ ბოლოს და ბოლოს მოითმენს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე სამსახურში როგორ უნდა იაროს? ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X