
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიის შესახებ წერს.
ამბავი ერთ ადამიანს ეხება, რომელსაც 13 წელია შვილი არ ჰყავდა.
„საგიჟეთი! კეთილი და ტკბილი საგიჟეთი
შარშან, 29 ნოემბერს, სულ ახალი დაწყებული იყო ჰელფების კამპანია, ერთმა გოგომ მომწერა, სულ ახალთახალი საწოლი მაქვს და მინდა გაჩუქოთო.
რომ მოიტანა, ჩავეხუტე, მადლობა ვუთხარი. ატირებულმა მითხრა, რომ 13 წელია შვილზე ოცნებობს და წინასწარ აქვს ყველაფერი მომზადებული, მაგრამ ახლა გადაწყვიტა მას დარხმაროს, ვისაც პატარა ყავს სახლში და ეს საწოლი ძალიან სჭირდება!
ბევრი ვიტირეთ ორივემ. მერე იყო თებერვალი, როცა კიდევ უფრო ხმამაღლა ვიტირეთ ორივემ!
მომწერა ორსულად ვარო, დღეს ვიგებ, რომ ბიჭი დაბადებულა“,- წერს გიგა მაქარაშვილი.
მოგვიანებით მან ისიც დაწერა, რომ ბავშვს მშობლებმა გიგა დაარქვეს და მისი ნათლაიც თავად იქნება.
ნახეთ სხვა სიახლეები:






















