
სოციალურ ქსელში ემოციური ფოტო ვრცელდება, რომელიც გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საფლავზეა გადაღებული.
ფოტოზე ჩანს, როგორ წევს გიორგის საფლავზე ძაღლი.
„შენთან ამოსულ იუბილარს ყვავილების თაიგულს რომ დაახვედრებ და ზეციდანაც ჯენლტმენობ, ამიტომაც არ გშორდებიან არა მარტო ნაცნობ-უცნობი ადამიანები, არამედ ოთხფეხა მეგობრები, რომელთა თვალებში სიყვარულთან ერთად გაუნელებელი სევდა იკითხება, სევდა შენი მონატრებისა, ჩემო სიღრმისეულო ვარსკვლავ ბიჭუნავ“,- წერია ფოტოს აღწერაში, რომელსაც „გიორგი შაქარა მარიამის ჩანახატები“ ავრცელებს.
ასევე ნახეთ: კაცი, რომელმაც ტორნადოს გამო სახლი დაკარგა, გადარჩენილ პიანინოზე უკრავს