11:47 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

ემოციური კადრები ცხოველთა თავშესაფრიდან, რომელიც მთლიანად დაიცალა

ემოციური კადრები ცხოველთა თავშესაფრიდან, რომელიც მთლიანად დაიცალა

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შიშობს, რომ შესაძლოა მათ ვირუსი შინაური ცხოველებიდანაც გადაედოთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ეს მეცნიერულად არავის დაუდასტურებია, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ბევრმა ოჯახმა უარი თქვა ძაღლებსა და კატებზე.

 

მათ კუთვნილი ცხოველები თავშესაფრებში ჩააბარეს.

 

არსებობს გამონაკლისებიც. აშშ-ში, ფლორიდის ცოხველთა თავშესაფარში სრულიად განსხვავებული სურათია.

 

მოქალაქეებმა პირიქით, თავშესაფრებიდან იშვილეს ძაღლები და ამით გამოხატეს თავიანთი სოლიდარობა მიტოვებული ცხოველების მიმართ.

 

შედეგად, თავშესაფარი მთლიანად დაიცალა. ამ კეთილშობილურ ჟესტს ცხოველთა თავშესაფარში ტაშით და ემოციური შეძახილევით შეხვდნენ.

 

Volunteers cheer in front of empty kennels at animal shelter

LOVE THIS! For the first time in its history, a South Florida animal shelter's kennels are completely empty after every dog was adopted ❤ STORY: https://bit.ly/2XAfvnP

Gepostet von FOX 13 News – Tampa Bay am Mittwoch, 15. April 2020

ავტორი: Prime Time

X