
ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა ჟან-პოლ ბელმონდო უკანასკნელ გზაზე გააცილეს. კადრები რომელიც გავრცელდა ნათლად მეტყველებს როგორ უყვარდა ის საზოგადოებას.
მიუხედავად იმისა, რომ დაკრძალვის ცერემონია პანდემიის გამო რეგულაციებით მიმდინარეობდა, ლეგანდა უკანსაკნელ გზაზე ათასობით თაყვანისმცემელმა გააცილა.
ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს ის საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, სეზარის გამარჯვებული გახდა, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.
2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.






















