
„საბურთალოს“ გუნდი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. გუნდი ფეხბურთელს ემოციურ ვიდეოს უძღვნის.
ვიდეოში გიორგი შაქარაშვილს მისი მეგობრები იხსენებენ.
„ერთი წელი გავიდა ტრაგიკული დღიდან, ძალიან გვიმძიმს ყველას, მაგრამ ისე მალე გავიდა ეს დრო, თითქოს ჩვენთანაა. ყველა ვარჯიში და თამაში გიოთი იწყება და მთავრდება. ყველა გამარჯვება მას ეძღვნება“,- ამბობს გიორგი შაქარაშვილის ერთ-ერთი მეგობარი.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.






















