
ნატო გელაშვილს მეგობარმა “იუთუბზე” შემთხვევით ნაპოვნი ვიდეო აჩვენა, სადაც უცხოელები (სავარაუდოდ სლავები) მის სიმღერას – “თეთრ კლავიშებს” მღერიან, უფრო სწორად, ხმებში გალობენ. ავტორ-შემსრულებელი გულით ამღერებულმა და ხმებში გაშლილმა ძველმა სიმღერამ აატირა. ვიდეოს უკვე ბევრი გაზიარება აქვს.
ნახეთ ვიდეო ↓
ნატო ემოციებს გვიზიარებს, ნამღერს “სიყვარულის საგალობლად” ნათლავს და სურს, რომ ეს “მგალობლები” აუცილებლად იპოვოს.
ნატო გელაშვილი: – “იუთუბზე” სრულიად შემთხვევით გადააწყდა ჩემი მეგობარი, ჩამიგდო და რომ მოვუსმინე, ჭკუიდან გადავედი. დიდ ხმაზე ვუსმინე. ჯერ სოლო შესრულება მეგონა, მერე კადრი რომ გაიშალა და ხმები წამოვიდა, ისეთი ემოცია წამოიღო, რომ გადავირიე, ენა ჩამივარდა, ავტირდი, ტანზე სულ ეკლებმა დამაყარა.
ვიდეოს ეწერა (თუ არ ვცდები) გალობა ცის ქვეშ. მე მგონი, მგალობლები არიან და მათ ნამღერს “სიყვარულის საგალობელს” დავარქმევ. აზრზე არ ვარ, ვინ არიან. მღერიან როგორც საგალობელს. როგორი აღქმა აქვთ, გაოგნებული ვარ. იციან, რასაც მღერიან. გამორიცხულია, რომ სიტყვების მნიშვნელობა არ იცოდნენ.
ეს სიმღერა 1995 წელს დაიწერა. ჩემი სიმღერების კრებულშია შესული. მისი პირველი შემსრულებელი მანანა კიკილაშვილი იყო, მერე ნუკრი კაპანაძემ იმღერა და ბოლოს თავიდან გააცოცხლა “ქართული ხმების” კვარტეტმა. კიდევ ეკლესიის გუნდის აკაპელა მაქვს მოსმენილი, გალობა და მახსოვს, მაშინაც გამაოგნა შესრულებამ. ეს დიდ სივრცეში და კიდევ უფრო სხვანაირი ნამღერია. პირველად გაშალეს, როგორც საგალობელი.
მართლა შოკში ვარ დილიდან. ვამბობ, ვარსკვლავის გახსნაზე ეს ხალხი უნდა მოვიწვიო-მეთქი. ვიწყებ მათ მოძებნეს.






















