14:40 | 2020-09-12 ავტორი: Prime Time

ენგურჰესის კიდევ 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ენგურჰესის კიდევ 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ენგურჰესის კიდევ 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

კარგი ამბავი - შატილის გზაზე დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს 
2020-09-12კარგი ამბავი - შატილის გზაზე დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს 
ჯამში, ენგურჰესის საბარიეროს კლასტერში 46 ინფიცირებულ პირია გამოვლენილი.

 

ენგურჰესში თანამშრომელთა ტესტირების პროცესი გრძელდება.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა კოვიდინფიცირებული ენგურჰესის თანამშრომელი, ან მათი კონტაქტებია. მალხაზ თორიას თქმით, მათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება და სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდებიან.

 

ცნობისთვის, რუხში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში კი ბოლო მონაცემებით 290 ადამიანი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 158 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X