13:21 | 2021-02-12 ავტორი: Prime Time

,,ენკა რინიუბელზისთვის” მიწების გადაცემას ინვესტორთან 2019 წლის აპრილში დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს”

,,ენკა რინიუბელზისთვის” მიწების გადაცემას ინვესტორთან 2019 წლის აპრილში დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს”

„პრაიმტაიმი“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულებით დაინტერესდა. განკარგულების მიხედვით საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის წესით შპს ,,ენკა რინიუბელზს“ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ფართობები 121 ლარად გადასცა და ასევე, გასცა ნებართვა სახელმწიფო ქონების სააგენტოზე „ენკა რინიუბელზისთვის“ სახელმწიფო ქონების ნაკვეთი 16 ლარად გადაცემაზე 99 წლის ვადით. რა პრინციპით იხელმძღვანელა მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიღებისას და რას ემყარებოდა ეს კონკრეტული გადაწყვეტილება?

 

მთავრობის ადმინისტრაციაში ჩვენი კითხვის საპასუხოდ განმარტავენ, რომ ჰესების მშენებლობის ხელშეწყობის, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ინვესტიციების მოზიდვის, აგრეთვე წამოწყებული პროექტების შეუფერხებლად დასრულების მიზნით, სახელმწიფოს მიერ კომპანიებისთვის საჭირო მიწების გადაცემა წარმოადგენს დამკვიდრებულ, აპრობირებულ პრაქტიკას და წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი კომპანიის მიმართ.

 

მათივე თქმით, 2019 წელს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ქვეყნის ენერგოპოტენციალის გაძლიერებას და ქვეყნის ენერგოსექტორში 800 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიციის მობილიზებას.

 

„2019 წლის 25 აპრილს შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიასთან“ (ამჟამად შპს „ენკა რინიუებლზ“) დაიდო „ნამახვანის“ ჰესების კასკადის მშენებლობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით მთავრობამ იკისრა ვალდებულება, რომ კომპანიის მიერ განცხადების წარდგენიდან 45 დღეში პროექტისთვის საჭირო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებს კომპანიას ლარად გადასცემდა სარგებლობაში.

 

თავად 2019 წელს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს  ქვეყნის ენერგოპოტენციალის გაძლიერებას და ქვეყნის ენერგოსექტორში 800 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიციის მობილიზებას. ინვესტორი კომპანიის ვალდებულებებში ასევე შედის ასობით მილიონი ლარის  ღირებულების პროექტის შესრულება და უსასყიდლოდ გადაცემა სახელმწიფოსათვის, ისევე როგორც მილიონობით ლარის საკომპენსაციო ვალდებულებების შესრულება ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე.

 

ჰესების მშენებლობის ხელშეწყობის, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ინვესტიციების მოზიდვის, აგრეთვე წამოწყებული პროექტების შეუფერხებლად დასრულების მიზნით, სახელმწიფოს მიერ კომპანიებისთვის საჭირო მიწების გადაცემა წარმოადგენს დამკვიდრებულ, აპრობირებულ პრაქტიკას და წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი კომპანიის მიმართ“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ავტორი: Prime Time

X