
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ სპეციალურად გადაცემა „ექიმებისთვის“ კომენტარი გააკეთა და პანდემიის შეჩერების გზები განმარტა.
მისივე თქმით, პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი რეალური გამოსავალი ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაა.
„ეს ორ შემთხვევაში მიიღწევა. როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაიტანს ვირუსს, ან როდესაც მათი უმრავლესობა ვაქცინით აიცრება. ჯოგური იმუნიტეტის შემთხვევაში ვირუსის გადაცემა რთულდება და შედეგად დაცული რჩებიან ისინიც, ვისაც ვაქცინის მიღება არ შეუძლიათ. მაგალითად, ახალშობილები. მართალია, ექსპერტები დღემდე ვერ შეთანხმდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას იმისთვის, რომ ჯოგურ იმუნიტეტს მივაღწიოთ. მაგრამ ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ვაქცინაცია ყველაზე უსაფრთხო გზაა ამ შედეგის მისაღწევად, “- ამბობს ფაუჩი.
ასევე ნახეთ:






















