21:33 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

ეპდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესი გვაქვს! – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

ეპდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესი გვაქვს! – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესად მუშაობს.

 

არსენ ტოროსიანის სიტყვებს aysor.am ციტირებს.

 

„საქართველოს ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა ჩვენგან განსხვავდება, თუმცა არ ნიშნავს ის ჩვენზე უკეთესია. აქ არსებობს მეთოდოლოგიური განსხვავება, თუნდაც მოქალაქეთა ტესტირების შესახებ.

 

ასევე საინტერესოა, რას თვლიან ისინი ტესტირებაში. 100%-ანი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი საქართველოში 40 000 ტესტი ჩატარდა თუმცა, აქედან ყველა PSR ტესტი არ ყოფილა. მათი ნაწილი იყო სწრაფი ტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად არ ვიყენებთ, რადგან არ არის სანდო“, – განაცხადა არსენ ტოროსიანმა.

 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველო სტატისტიკის გაყალბებაშიც დაადანაშაულა.

 

„საჭიროა იმის გაგება, გადიან თუ არა ტესტირებას პირები, ვისაც მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია გააჩნია. მათ შორის შესაძლოა, იყვნენ კოვიდ-19-ის იოლი ფორმის მატარებლები, პნევმონიით გარდაცვლილი ყველა ადამიანი იყო თუ არა სტატისტიკაში შეყვანილი.

 

საქართველოდან სომხეთში ჩასულ ადამიანებს შორის ბევრს გამოუვლინდა COVID-19, მათ შორის მძღოლებს. სომხეთი გამჭვირვალედ წარმოადგენს თავის სტატისტიკას“, – აცხადებს ტოროსიანი.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთი ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 5 928 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის, 74 პაციენტი გარდაიცვალა, 2 874 კი გამოჯანმრთელდა.

 

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში COVID-19 723 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 495 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

 

7 სახის შეზღუდვა, რომლებიც 23 მაისიდან ძალაში მაინც რჩება
2020-05-227 სახის შეზღუდვა, რომლებიც 23 მაისიდან ძალაში მაინც რჩება
ავტორი: Prime Time

X