08:41 | 2020-09-17 ავტორი: Prime Time

„ეპიდემია უკონტროლოა, კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ უშველის“ – გაეროს გენერალური მდივანი

„ეპიდემია უკონტროლოა, კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ უშველის“ – გაეროს გენერალური მდივანი

„ეპიდემია უკონტროლო რჩება, მალე ვირუსის გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობა მილიონს მიაღწევს“ – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

 

„მოდით, გარკვევით ვთქვათ, პანდემიაში პანაცეა არ არსებობს. ამ კრიზისს მხოლოდ ვაქცინა ვერ გადაჭრის. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა ახალი და ყველა არსებული საშუალების მასიური გააქტიურება, განსაკუთრებით მომავალი 12 თვის განმავლობაში,“-აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

მისივე თქმით, ვინაიდან „ვირუსი საზღვრებს არ ცნობს“, ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს და „გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ“ უნდა იქცეს.

 

ავტორი: Prime Time

X