
მთელი ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა გადავიდა. ამის შესახებ განცხადებას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით,687 ცალკეული კლასი ფიზიკურიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
“ამავე პერიოდში კორონავირუსი მასწავლებელთა 0.9%-ს და მოსწავლეთა 0.6%-ს დაუდასტურდა. აცრილთა წილი კი სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, რომ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს სკოლის პერსონალის ტესტირება, როგორც ანტიგენის სწრაფი ტესტით, ასევე PCR ტექნოლოგიის გამოყენებით”,- აღნიშნულია განათლების სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






















