12:41 | 2020-12-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ექიმები ეცადნენ გადარჩენას, მაგრამ… – რას ამბობს ტიკარაძე 29 წლის კოვიდპაციენტის გარდაცვალებაზე 

ექიმები ეცადნენ გადარჩენას, მაგრამ… – რას ამბობს ტიკარაძე 29 წლის კოვიდპაციენტის გარდაცვალებაზე 

„ექიმები ეცადნენ 8 დღის განმავლობაში ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ სასიკეთო შედეგებით ეს ვერ დამთავრდა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატრინე ტიკარაძემ, რუსთავში კორონავირუსით გარდაცვლილი 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაციონარში განთავსების დროს უკვე მძიმე იყო.

„ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები აფასებენ, რომ სტაციონარში განთავსების დრო მისი მდგომარეობა იყო მძიმე. ექიმები ეცადნენ 8 დღის განმავლობაში ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ სასიკეთო შედეგებით ეს ვერ დამთავრდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 29 წლის გიორგი კაკოშვილი კორნავირუსით გუშინ გარდაიცვალა.

 

არსებული ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა ექიმების ცნობით პაციენტს სრულად ჰქონდა დაზიანებული ფილტვი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X