11:08 | 2021-07-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ექიმები კლინიკებში კოლაფსს პროგნოზირებენ 

ექიმები კლინიკებში კოლაფსს პროგნოზირებენ 

ექიმები კორონავირუსის გავრცელების კუთხით საგანგაშო მდგომარეობასა და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებაზე საუბრობენ. ისინი საზოგადოებას არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში.

 

ექიმ მაკა ბულეიშვილის შეფასებით, გაზრდილმა მიმართვიანობამ კლინიკებში, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს.

 

„დაინფიცირებულთა რიცხვის ასეთი მასიური მატება, თუ იქნა შემდეგ დღეებში, როგორც ვხედავთ, დღეში 2000 შემთხვევას გადავცდით, და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება დაგვიდგეს ისეთივე მდგომარეობა, როგორიც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბრის თვეში.

 

სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, კარი გავუღეთ დელტა შტამს და ვუთხარით: აი, მობრძანდით - ზაზა წერეთელი
2021-07-26სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, კარი გავუღეთ დელტა შტამს და ვუთხარით: აი, მობრძანდით - ზაზა წერეთელი

 

იმატა კლინიკებში მიმართვიანობამ ბავშვებში, მოზრდილებში და, შეიძლება, ჯანდაცვის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნეს, თუკი არ დავიცავთ რეკომენდაციებს და არ ჩავერთვებით ვაქცინაციის პროცესში,”-აცხადებს ექიმი.

 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ უფროსების ვაქცინაციით ისინი ვირუსისგან ბავშვებსაც იცავენ.

 

„2-ჯერ აცრა რომ მოესწრო, ახლა დედა გვერდით მეყოლებოდა...“ - ახალგაზრდა გოგოს ემოციური მიმართვა საზოგადოებას
2021-07-25„2-ჯერ აცრა რომ მოესწრო, ახლა დედა გვერდით მეყოლებოდა...“ - ახალგაზრდა გოგოს ემოციური მიმართვა საზოგადოებას

 

„სავარაუდოდ, ქვეყანა იმყოფება კორონავირუსის მეოთხე ტალღის დასაწყისში. დელტა ვარიანტის ერთ-ერთი დამახასიათებელი გახლავთ ის, რომ ის არამარტო უფრო სწრაფად ვრცელდება, არამედ უფრო მეტად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციას.

 

როდესაც ჩვენ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ უფროსების, მოზრდილების ვაქცინაცია, მათი ვაქცინაციის უკან მათი შვილებისა და შვილიშვილების დაცვა დგას,”- აცხადებს ექიმი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X