
„პრაიმტაიმი“ სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა.
მისი თქმით, ახლა ის თავს შედარებით უკეთ გრძნობს.
„მე და ჩემი მეუღლე ინფექციურში ვართ, ხოლო დედა რესპუბლიკურში მკურნალობს. დღევანდელი დღე შედარებით უკეთესია, მე ასე ვფიქრობ. გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო. გვეუბნებიან, რომ მკურნალობას ექვემდებარება.
„პროგნოზს ვერ გვეუბნებიან, ძალიან რთული ვირუსია. როდის რა იქნება, ასე ვერავინ ვერაფერს ამბობს. ძალიან ცუდად რომ ვიყავი გავაკეთე სპეციალურად ლაივი, რომ ხალხისთვის მიმემართა და გამორიცხონ სიტყვა არ არსებობს, რადგან ეს საშინლად ცუდი ვირუსია“,- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
რაც შეეხება მკურნალობას და კლინიკაში არსებულ ვითარებას, ჩარკვიანი ამბობს, რომ ძალიან ყურადღებით არიან.
„ძალიან ყურადღებით არიან. თავ მყვებიან, კვებაც ნორმალურია და ექიმები არაფერს არ იშურებენ“,- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს – ბიზნესმენ ჯონი გიგანსა და დედას Covid19-ი დაუდასტურდათ.























