15:07 | 2020-04-21 ავტორი: თამთა თორდია

ექიმები თუ პაციენტები გახდებიან, რთული მდგომარეობა შეიქმნება – მარინა ენდელაძე

ექიმები თუ პაციენტები გახდებიან, რთული მდგომარეობა შეიქმნება – მარინა ენდელაძე

თუ კი ექიმები პაციენტები გახდებიან, ამ შემთხვევაში ქვეყანაში რთული მდგომარეობა შეიქმნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველაზე საშიშია, არ მოხდეს იმდენი ადამიანის დაინფიციერება, რომ ვეღარ შეძლონ გამკლავება.

 

„ახლა ყველაზე საშიშია, არ მოხდეს იმდენი ადამიანის დაინფიცირება და მათ შორის არ იყოს მედპერსონალი ისეთი რაოდენობით, რომ ჩვენ ვეღარ გავწვდეთ ან ვეღარ შევძლოთ.

 

ამიტომ ამისთვის მომზადებული მედპერსონალია საჭირო, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთან მუშაობას ყველა ვერ შეძლებს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში 408 ადამიანი ინფიცირებული.

 

მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 4 მოქალაქე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X