15:18 | 2021-11-29 ავტორი: Prime Time

ექიმების დამაიმედებელი პროგნოზი -ომიკრონს მსუბუქი სიმპომები აქვს, პაციენტებს ყნოსვის და გემოს შეგრძნება არ დაუკარგთ

ექიმების დამაიმედებელი პროგნოზი -ომიკრონს მსუბუქი სიმპომები აქვს, პაციენტებს ყნოსვის და გემოს შეგრძნება არ დაუკარგთ

ომიკრონი – ეს ახალი ტერმინია, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს ეწოდება და რომლის დაფიქსირებამაც მსოფლიო ისევ შეაშინა.

 

თუმცა, ომიკრონის სამშობლოში – სამხრეთ აფრიკაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შტამით ინციფირებულებს უფრო მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ვიდრე – დელტა შტამით ინფიცირებულს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი უცხოური გამოცემა აქვეყნებს.

ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმის საფლავზე მივიდა
2021-11-29ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმის საფლავზე მივიდა

 

სამხრეთ აფრიკელი ექიმის და ქვეყნის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარის, ანჟელიკ კოეტზეს თქმით, კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით ინფიცირებულების სიმპტომები განსხვავდება დელტა შტამით ინფიცირებულთა სიმპტომებისგან, თუმცა ისინი ძალიან მსუბუქი იყო და მათი მკურნალობა სახლშიც შესაძლებელია. კოეტზემ ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.

 

იოჰანესბურგი, 28 ნოემბერი, – სამხრეთ აფრიკელმა ექიმმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კორონავირუსის ახალ შტამზე ალაპარაკდა, თქვა, რომ Omicron-ის ვარიანტის სიმპტომები ინფიცირებულებში ჯერჯერობით მსუბუქად ვლინდება იყო და შეიძლება სახლში მკურნალობაც.

 

ექიმმა ანჟელიკ კოეტზემ, კერძო პრაქტიკოსმა მედიკოსმა და სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარემ, როიტერს განუცხადა, რომ 18 ნოემბერს მან მის კლინიკაში შვიდი პაციენტი შენიშნა, რომლებსაც დომინანტური დელტას ვარიანტისგან განსხვავებული სიმპტომები ჰქონდათ, თუმცა “ძალიან მსუბუქი”.

 

კოეტზეს თქმით, დელტა შტამისგან განსხვავებით, ომიკრონით ინფიცირებულ პაციენტებს არ დაუკარგავთ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება, ასევე, ახალი შტამით ინფიცირებულებში ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა არ გამოვლენილა.

 

მსოფლიოს ქვეყნები შტამ ომირკონის საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ისრაელი, ავსტრალია, ჩეხეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც უკვე დაადასტურეს, რომ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები თავიანთ ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

„ლოყაში მირტყამდა და მეუბნებოდა, არ მოკვდეო“ - სააკაშვილმა გონების დაკარგვის მომენტი გაიხსენა
2021-11-29„ლოყაში მირტყამდა და მეუბნებოდა, არ მოკვდეო“ - სააკაშვილმა გონების დაკარგვის მომენტი გაიხსენა

 

ქვეყნები ახალი შტამით ინფიცირების პრევენციის მიზნით, შეზღუდვებს უკვე აწესებენ. ისრაელის მთავრობამ ომირკონის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დღეიდან 2 კვირით საზღვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის ჩაკეტა. შეზღუდვები დააწესეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ.

 

ომიკრონის გავრცელების გამო აფრიკის 8 ქვეყნიდან ჩამოსულებისთვის საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა საქართველოს მთავრობამაც.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და „რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით“ იხელმძღვანელონ.

 

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ არსებული ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანიას შეძლებს 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს. ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობს კომპანია Novavax-იც.

 

ასევე ნახეთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X