13:54 | 2021-11-10 ავტორი: Prime Time

ექიმებმა ქრთამის აღების შემდეგ ანტივაქსერებს ნამდვილი ვაქცინა გაუკეთეს

ექიმებმა ქრთამის აღების შემდეგ ანტივაქსერებს ნამდვილი ვაქცინა გაუკეთეს

საბერძნეთში ანტივაქსერები 400 ევროს უხდიდნენ ექიმებს, რომ მათთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაეკეთებინათ, რის საფუძველზეც აცრის ცნობას მიიღებდნენ.

 

ზოგჯერ ექიმები ქრთამს იღებდნენ, თუმცა მათ Pfizer-ის ვაქცინას უკეთებდნენ, რათა სამსახურში უსიამოვნებები აეცილებინათ თავიდან.

ვინ არიან ე.წ. „,მეამბოხე მოსამართლეები“? - ზურაბ ქადაგიძე სასამართლოში შეთქმულების სქემაზე საუბრობს
2021-11-10ვინ არიან ე.წ. „,მეამბოხე მოსამართლეები“? - ზურაბ ქადაგიძე სასამართლოში შეთქმულების სქემაზე საუბრობს

 

სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გავრცელა ინფორმაცია კოვიდსერტიფიკატების მასობრივი გაყალბების შესახებ.

 

მედიის ცნობით, 100-ობით აცრის ცენტრის ექიმები მოქალაქეებს აცრის გარეშე ან ფიზიოლოგიური ხსნარის გაკეთების შემდეგ აძლევდნენ ვაქცინირებულის ცნობებს. ამრიგად, წინასწარი ინფორმაციით, ყალბი სერტიფიკატი 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ გამყალბებელი რამდენიმეჯერ ნაკლებია, თუმცა პრობლემის არსებობას არ უარყოფს.

 

საბერძნეთში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 64,5% პროცენტი, ბუსტერული დოზა კი სექტემბრიდან დღემდე მიღებული აქვს 467 389 ადამიანს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X