21:56 | 2020-04-15 ავტორი: თამარ გონგაძე

არც დავფიქრდები… – დაესწრება თუ არა ნანა შონია სააღდგომო ლიტურგიას

არც დავფიქრდები… – დაესწრება თუ არა ნანა შონია სააღდგომო ლიტურგიას

სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა და სააღდგომო ლიტურგია 18 აპრილის ღამით ჩატარდება, დიდ ტაძრებში სოციალური დისტანციის დაცვით, პატარებში კი მხოლოდ სასულიერო პირებით.

 

მამა შალვა კეკელია სააღდგომო ღამისთვის 2 ათასკაციან შენობას ამზადებს. როგორც ის ამბობს, წირვისას დისტანცია დაცული იქნება.

 

„თქვენ ხედავთ რომ დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას.  პარალელურად შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2000 ადამიანი დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში“, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.

 

მსახიობი ნანა შონია მოძღვრის მხარეს იჭერს და სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას გეგმავს.

 

ნანა შონია: – ყველაფერი უფლის ნებაა. ექიმებიც სწორად იქცევიან, რომ გვაფრთხილებენ. ეს მათი მოვალეობაა. მათ საოცარი შრომა გაწიეს, მაგრამ ის, რომ ტაძარში არ მივიდე, გამორიცხულია.

 

მამა შალვას ძალიან სწორი მიდგომა აქვს. მიყვარს ეს მოძღვარი. ის ნამდვილი ქრისტიანია. მებრძოლი, გულწრფელი და ალალი. არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ელოდება მრევლს და ის იზეიმებს ბრწყინვალე დღესასწაულს. ის დარწმუნებულია და მას სჯერა, რომ მრევლი ლიტურგიის ღამეს მივა ტაძარში. მთელი საქართველო ვიზეიმებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე.

 

თქვენ დაესწრებით სააღდგომო ლიტურგიას? 

 

– აუცილებლად დავესწრები, არც დავფიქრდები. სხვადასხვა ტაძარში დავდივარ – ქაშვეთში, პირველი სკოლის ტაძარში, ნარიყალაზე… მრავალს დაესწარით.

ავტორი: თამარ გონგაძე

X