22:45 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

ექიმებს ყოველდღიურად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ინფექცია არსებობს და ყველაფერი რეალურია – ბიძინა კულუმბეგოვი

ექიმებს ყოველდღიურად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ინფექცია არსებობს და ყველაფერი რეალურია – ბიძინა კულუმბეგოვი

„ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ინფექცია არსებობს და ყველაფერი რეალურია“, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მომატება გაზრდილმა მობილობამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც მინიმალური რეკომენდაციების კონტროლი ვეღარ ხდება.

 

„ის ღონისძიებები, რომლებიც ვირუსის საწყის ეტაპზე გატარდა იყო ძალიან სწორი ვერტიკალი. თუნდაც ხალხის დაყოლიება. სახელმწიფოს და ხალხის ერთობლივმა მუშაობამ მოიტანა საბოლოოდ ეს შედეგი. რა თქმა უნდა უსასრულოდ ეს შეზღუდვები ვერ გაგრძელდება, შესაბამისად, ბევრი სკეპტიციზმიც გაჩნდა. ბევრს ეჭვი უჩნდება საერთოდ ინფექციის არსებობაში. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ეს ინფექცია არსებობს და ყველაფერი რეალურია. ამიტომ, ადამიანების გარკვეული ნაწილი მოეშვა, განსაკუთრებით იმ ასაკის ადამიანები, რომლებსაც სოციალური ურთიერთობები უფრო მეტად იზიდავთ. გაიზარდა მობილობა, შემოვიდა კურორტებზე და საზაფხულო დასვენების თემა, შესაბამისად დისტანციის უზრუნველყოფა გამორიცხული გახდა, პირბადის მოხმარება არასწორედ განვითარდა და ჰიგიენის ნორმების დაცვა შეუძლებელი იყო. სწორედ ამ ფაქტორებმა ლოგიკურად მიგვიყვანა იქამდე სადაც ახლა ვართ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

 

რატომ არ ცხადდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა - ლევან რატიანის პასუხი
2020-09-14რატომ არ ცხადდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა - ლევან რატიანის პასუხი
ავტორი: Prime Time

X