13:05 | 2021-11-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ექიმი ჯადოქარი არაა, ჯადოსნური წამალი არ და ვერ იარსებებს… გადარჩენის გზა ამ სიტუაციაში არის… – ნანა გეგეჭკორის რჩევა მოსახლეობას

ექიმი ჯადოქარი არაა, ჯადოსნური წამალი არ და ვერ იარსებებს… გადარჩენის გზა ამ სიტუაციაში არის… – ნანა გეგეჭკორის რჩევა მოსახლეობას

„იქნებ დაიჯეროთ, რომ სწორად მორგებული ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა ნამდვილად ამცირებს ინფიცირებას. ეს არაა ცარიელი რწმენა. ამ ინფორმაციის უკან დგას უამრავი კვლევა და ძალიან ცხადი შედეგები“ – ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს.

 

„ჯერ არავინ იცის ნიუანსები და შესაბამისად, კვლევებით გამყარებულ პასუხებს ვერავინ გაგცემთ.

 

გადარჩენის გზა ამ სიტუაციაში არის, ბოლო-ბოლო დაჯერება, რომ კოვიდი ნამდვილად არსებობს, ის სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეა, ყველამ გონებას მოუხმოს და შეამციროს ინფიცირების რისკი. მითუმეტეს, როცა ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არავინაა.

 

იქნებ დაიჯეროთ, რომ სწორად მორგებული ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა ნამდვილად ამცირებს ინფიცირებას. ეს არაა ცარიელი რწმენა. ამ ინფორმაციის უკან დგას უამრავი კვლევა და ძალიან ცხადი შედეგები.

 

პირველი დეკემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება - ნახეთ შეზღუდვები სრულად
2021-11-27პირველი დეკემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება - ნახეთ შეზღუდვები სრულად

 

ვაქცინაცია არის უალტერნატივო პრევენცია კოვიდით სიკვდილის. დიახ, ვაქცინაციას აქვს გვერდითი ეფექტები და რისკები, მაგრამ ეს რისკები უმნიშვნელოა კოვიდით ავადობის რისკებთან შედარებით და სწორად დაგეგმილი პროცესისას ყველა გართულება მართვადია.

 

არის ახალი წამლები კოვიდის მართვის რაციონში. ამაზე გუშინ მივეცი ვრცელი ინტერვიუ ტვ პულსს და როგორც კი გამოქვეყნდება გაგიზიარებთ. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჯადოსნური წამალი არ და ვერ იარსებებს. კოვიდის მკურნალობის შედეგები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და იზოლირებულად ვერც ერთი პრეპარატი წარმატებული ვერ იქნება.

 

და ბოლოს…

 

გადარჩენის ერთადერთი გზაა; ვაქცინა+პირბადე+სოციალური დისტანცია+ჰიგიენა+ძლიერი ჯანდაცვა+მეცნიერებაზე დამყარებული რეგულაციები.

 

ამ ფორმულის ბოლო ორი მდგენელი საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. შესაბამისად პირველ ხუთზე მაინც კონცენტრირდით და გააკეთეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი.

 

ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ - რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს
2021-11-27ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიეროთ - რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს

 

ექიმი ჯადოქარი არაა. ექიმს შეუძლია იყოს მხოლოდ დამატებითი ფაქტორი კოვიდის მართვაში. ძირითადი ფაქტორი ხართ თქვენ და საკუთარ თავს მოსთხოვეთ მაქსიმუმი პირველ რიგში და მხოლოდ ამის მერე შეეძლება ექიმს თავისი წვლილი შეიტანოს თქვენი სიცოცხლის გადარჩენაში…“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X