
ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მადგილე სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს – ალექსეი ნავალნის, მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN იუწყება.
გარდაცვალების შესახებ განცხადება ომსკის საავადმყოფომ გაავრცელა.
„სინანულით გაცნობებთ, რომ საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის მთავარი ექიმის მოადგილე, ომსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განყოფილების ასისტენტი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგეი მაქსიმიშინი ვალენტინოვიჩი, მოულოდნელად გარდაიცვალა” – წერს საავადმყოფო.
ამ დროისთვის, 55 წლის ექიმის გარდაცვალების მიზეზ(ებ)ი, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ნავალნის პირობითი სასჯელის პირობების დარღვევის გამო, თითქმის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.






















