10:51 | 2021-05-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ექიმი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, Covid-19-ით გარდაიცვალა

ექიმი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, Covid-19-ით გარდაიცვალა

კენიელი ექიმი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ინფექციამ იმსხვერპლა.

 

სტივენ კარანჯა, რომელიც კენიის კათოლიკე ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო, ორთქლით ინჰალაციას და ჰიდროქსიქლოროქინის აბებში ხედავდა გამოსავალს. მას კენიის კათოლიკური ეკლესია და კოლეგების დიდი ნაწილი ემიჯნებოდა.

 

კენიამ კოვაქს პლატფორმის საშუალებით ვაქცინის მილიონზე მეტი დოზა მიიღო. ქვეყანაში ინფიცირების 160000 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2707 ადამიანი.

 

გარდაცვალებამდე ექიმი ამბობდა, რომ არსებობს წამლები, რომელიც კოვიდ-19-ს ეფექტიანად ებრძვის და ვაქცინაცია სრულებით არ არის საჭირო. ის უამრავ ფორუმზე იღებდა მონაწილეობას, რომ ვაქცინის წინააღმდეგ გამოსულიყო და მედიკამენტების – ჰიდროქსიქლოროქინისა და ივერმექტინის კოქტეილზე, ასევე – ორთქლით ინჰალაციის ეფექტიანობაზე ესაუბრა.

 

სტივენ კარანჯა, რომელიც მეან-გინეკოლოგი იყო, ხუთშაბათს კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X