
ტელეკომპანია „POSTV” ავსტრიაში, RUDOLFINERHAUS-ის კლინიკის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. ეს ის კლინიკაა, სადაც გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ, ნარკოტესტი ჩააბარა.
კლინიკაში ადასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედ ბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს, სპეციალიზირდება დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით.
ტელეკომპანია „POSTV”- ის ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა დოქტორ ბაღეის ნარკოტესტის ჩატარების კომპეტენცია, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ამ მიმართულებით ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ პარტიის – „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ვენაში ჩაიტარა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















