
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, მისი მხარდამჭერების მხრიდან აჟიოტაჟი არ წყდება. ექსპრეზიდენტის მომხრეები აცხადებენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია რადგან, ის უკვე თვეზე მეტია შიმშილობს. მასთან ციხეში რეგულარულად დადის მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილის ექიმმა რუსთავის მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელიბის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუარესებულია.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციას, საქართველოში ჩამოსვლამდე გაიკეთა თუ არა სააკაშვილმა კუჭის რეზექცია,- ექიმი არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. ჰოლანდიაში გაკეთებულ ოპერაციაზე ნამდვილად არაფერი ვიცი“
– ხომ არ აუარესებს ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას?
– თუ თქვენ კუჭის ოპერაციაზე ლაპარაკობთ, ეს არაფერ კავშირში არ არის“,- გვიპასუხა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნებამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ანუ ბარიატრიულ ქირურგიას მიმართა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ წყარო ყვება, რომ „მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაიკეთა“.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ექსპრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას დაუკავშირდა, თუმცა მის მობილურ ტელეფონზე ოჯახის ახლობელმა გვიპასუხა, რომელმაც კითხვაზე საპასუხოდ სააკაშვილის პირად ექიმთან გადაგვამისამართა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები:






















