22:43 | 2020-12-05 ავტორი: Prime Time

„განწირული ხმით გოგონა შველას ითხოვდა, მანქანაში დედა ეხრჩობოდა…” – ექთანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„განწირული ხმით გოგონა შველას ითხოვდა, მანქანაში დედა ეხრჩობოდა…” – ექთანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ხაშურის ,,გორმედის” კლინიკის ექთანი, ფატი მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

მაჭარაშვილი იხსენებს, თუ როგორ დაინფიცირდა კორონავირუსით და კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს.

 

„ღამის ათი საათია, კლინიკის კართან მანქანა გაჩერდა, განწირული ხმით გოგონა შველას ითხოვდა, მანქანაში დედა ეხრჩობოდა…

 

გული მომეწურა, წარმოვიდგინე რომ ის დედაჩემი შეიძლება ყოფილიყო…

 

კიბეები არც მიგრძვნია, ისე ავირბინე რეანიმაციაში, პაციენტი ლიფტით ამოუშვეს, უცებ აპარატს ვეცი, (მგონი ექიმიც გავანაწყენე) …ქალმა შვებით ამოისუნთქა, ამოვისუნთქე მეც…

 

მეორე დღიდან მეც ინფიცირებული ვიყავი, თუმცა დიდად არ აღვშფოთებულვარ, რადგან დიდი ხანია ინფიცირებულებთან ვურთიერთობ და ამას ველოდი ადრე თუ გვიან…

 

დღეს მე კარგად ვარ, დავამარცხე უხილავი მტერი ჩემო გულშემატკივრებო, არ შეშინდეთ მეგობრებო, ერთმანეთის თანადგომით და სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ…

 

მე კი გულით მინდა უთანაგრძნო ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს… მათი ტკივილი მეც მტკივა…

 

ყველა თანამშრომელს კი სოლიდარობას ვუცხადებ და მინდა ყველას სჯეროდეს ჩვენი მედ მუშაკების უანგარო და თავდაუზოგავი შრომის…

 

მიყვარხართ ყველა”,- წერს ფატი მაჭარაშვილი.

ავტორი: Prime Time

X