15:55 | 2020-12-15 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ექიმმა არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო და პაციენტებთან დადიოდა – რა ხდება დუშეთში

ექიმმა არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო და პაციენტებთან დადიოდა – რა ხდება დუშეთში

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დუშეთის მუნიციალიტეტში, სოფელ ქვეშეთში ამბულატორიის ექიმი დაინიშნა, რომელიც საქმიანობას გასულ კვირას შეუდგა.

 

როგორც ამბობენ, მედიკოსს ვირუსულ ინფექციაზე ტესტი გაკეთებული არ ჰქონდა, შესაბამისად მან არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო.

უნდა დაგემშვიდობოთ, ვინც ცაგარელის, მეფე ნარიმანის და კაკულიას ამბებს აზიარებთ - დეკანოზი თამაზ ლომიძე
2020-12-15უნდა დაგემშვიდობოთ, ვინც ცაგარელის, მეფე ნარიმანის და კაკულიას ამბებს აზიარებთ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

ექიმთან კონტაქტში მყოფი ექთანიც ინფიცირებულია და ექთნის ოჯახის წევრებიც.

 

ამ დრომდე, აღნიშნულ სოფელში Covid-19 არ დაფიქსირებულა და ეს პანდემიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. ახლა, ადგილობრივი ექთნის ოჯახი მათთან კონტაქტში მყოფებს აფრთხილებს და თვითიზოლაციაში გადსვლისკენ მოუწოდებს.

 

„სოფელში ამბულატორიაში სამუშაოდ ექიმი დაინიშნა. მას კორონავირუსზე ტესტი არ ჰქონია გაკეთებული და აქ რომ ჩამოვიდა, უკვე ინფიცირფებული იყო. მაშინ გაიგო, როცა ყნისვისა და გემოს შეგრძნება დაკარგა. მასთან კონტაქტში იყო ამბულატორიის ექთანი. Covid-ი მასაც დაუდასტურდა და მის ოჯახის წევრსაც.

 

ახლა, ისინი სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილს სთხოვენ თვითიზოლაციაში გადავიდნენ და ყურადღება გამოიჩინონ. თავიდან, ექიმის მოსვლა ძალიან გაგვიხარდა, ვფიქრობდით, ამ ჟამიანობის დროს, პატრონი გვეყოლებოდა და მან „ააფეთქა“ ვირუსი სოფელში, აქამდე ჩვენთან არცდერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.“ – ამბობს ადგილობრივი.

“მე გავზარდე და ჩემს შვილებში ყველაზე მეტად მიყვარს” – ნიკა გვარამია უმცროს ქალიშვილზე, ოჯახზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე
2020-12-14“მე გავზარდე და ჩემს შვილებში ყველაზე მეტად მიყვარს” – ნიკა გვარამია უმცროს ქალიშვილზე, ოჯახზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე

 

„პრაიმტაიმი“ ქვეშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. როგორც თენგიზ ბედოიძე აცხადებს, რომ სოფელში ეპიდემიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება ინფიცირებულ ექიმს, მისი ინფორმაციით, მედიკოსი კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

 

„დუშეთიდან კვირაში ერთხელ დადიოდა ექიმი სოფელ ქვეშეთში. მას გასულ კვირას დაუდასტურდა კორონავირუსი. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის კლინიკაში იწვა და უტარდებოდა მკურნალობის კურსი.

 

ტრანსპორტი არ დადის მოძრაობის შეზღუდვის გამო, ამბულატორიაში ექიმი აღარ დაბრუნებულა. როგორც ამბობენ, ის გამოჯანმრთელდა.“ – ამბობს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X