
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბავშვი კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადა.
„ჩვენ მშობლებს ამის საშუალებასაც მივცემთ, რომ ბავშვებმა კვლავ დისტანციურ ფორმატში სწავლება გააგრძელონ“, – განაცხადა ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება ბაგა-ბაღების მუშაობაც.
4 ოქტომბრის შემდეგ მხოლოდ იმ სკოლებში გაგრძელდება საკლასო ოთახში სწავლა, რომელ რეგიონშიც კორონავირუსის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:























