09:51 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა კორონავირუსი, შესაძლოა, 95%-ით შეაჩეროს – გიორგი ფხაკაძე

ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა კორონავირუსი, შესაძლოა, 95%-ით შეაჩეროს – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი კვლევის შესახებ წერს.

 

კორონავირუსი ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს... მისი თქმით, ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა შესაძლოა კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს.

 

„ვტიროდი უცნობ დედას. მიცვალებულს გიკოცნიდი თვალებს“ -ემიგრანტის შვილის სულისშემძვრელი წერილი
2021-11-24„ვტიროდი უცნობ დედას. მიცვალებულს გიკოცნიდი თვალებს“ -ემიგრანტის შვილის სულისშემძვრელი წერილი

 

„როგორც ვამბობდი, პროგრესი წინ მიდის. ამის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები გვექნება მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებიდან.

 

ბევრი ადამიანი არ იცრება, ვინაიდან, უბრალოდ, ეშინია. მესმის და ეს გასაგებია,. ეს ნორმალურია. და ზუსტად ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა, (არ მოგესმათ,, საღეჭი რეზინი), რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული თვისებები, შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი, როცა ადამიანი ლაპარაკობს, და ახველებს. ეს არის ექსპერიმენტული, პირველი ეტაპი, მაგრამ საკმაოდ საიმედო შედეგებია..

 

მე მჯერა, რომ 2022 წელი იქნება კოვიდის კონტროლის წელი და ჩვენ,, კაცობრიობა,, შევძლებთ მის კონტროლს
ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე

 

ავტორი: Prime Time

X