
ამაშუკელის ქუჩაზე დღეს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ექსპერტ-კრიმინალისტს 2 დღის წინ იქ მომხდარი აფეთქების დაგილზე მუშაობისას დენმა დაარტყა, „ეკო გაზის“ მფლობელი პასუხისმგებლობას იხსნის.
ამის შესახებ დავით ქუთათელაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.
„ექსპერტ-კრიმინალისტი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორთან მოხვდა. როგორ და რა მოხდა, ეგ არ ვიცი, გაუმართაობა როგორ იქნებოდა, როცა ჩვენ არ ვმუშაობთ?! რატომ მოხდა ეს ინციდენტი, ეს იციან შსს თანამშრომლებმა. ჩვენ არც შუქი გვაქვს და არც სადგურია ჩართული.“- განაცხადა დავით ქუთათელაძემ.
შეგახსენებთ, გაზგასამართ სადგურზე, სადაც ორი დღის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, დღეს ერთ-ერთ ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა.
ძლიერი ძაბვის დარტყმის შედეგად ის მძიმედ დაშავდა და კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.























