14:17 | 2020-04-22 ავტორი: თამთა თორდია

ერაყიდან სამშობლოში საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა

ერაყიდან სამშობლოში საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა

ერაყიდან სამშობლოში საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა.

 

აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იორდანიაში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით, ერაყის რესპუბლიკის ქურთისტანის რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისი განხორციელდა.

 

აღნიშნული რეისით ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე ჩამოასვენეს. რეისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია დიდწილად „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მიერ დაფინანსდა.

„სახელმწიფო ხელისუფლება თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს ზრუნვას იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოთქვავენ სურვილს სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მორიგი ასეთი რეისი შესრულდა და ერაყიდან იქნა გადმოყვანილი 70 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის გარდაცვლილი პირი.

 

რეისი აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იორდანიაში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით განხორციელდა.

 

დარწმუნებული ვარ, მსგავსი ზრუნვა გაგრძელდება ყველა სხვა მიმართულებითაც, სადაც გამოითქმება სურვილი, რომ ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდნენ სამშობლოში.

 

ისინი სტანდარტულად გადაინაცვლებენ საკარანტინე ზონაში, სადაც იქნებიან გამოკვლეული.

 

14 დღიანი პერიოდის შემდგომ დაუბრუნდებიან მათ ოჯახებს,“ –განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის დაკეტილია სახმელეთო საზღვრები და გართულებულია გადაადგილება.

 

შესაბამისად, განხორციელებული სპეცრეისით საქართველოში დაბრუნდნენ მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერბილიდან, ერაყიდან ჩამოსვლას.

 

ავტორი: მარიამ ხითარიშილი

ავტორი: თამთა თორდია

X