
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გუშინ, 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
საფრანგეთში მცხოვრები ექსპერტი მომხდარს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერი, რაც საქართველოს წარმოსაჩენად და კარგი იმიჯისთვის კეთდებოდა, ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაიყარა.
ნახეთ: 5 ივლისის ქრონოლოგია – როგორ ვითარდებოდა პროცესები
ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა დამნაშავე პირი შესაბამისად დაისაჯოს.
„რაც მე გადავიტანე: ლანძღვა, გინება, ხომ ავიტანე? მიჩვეული ვარ, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ. ის, რაც მოხდა, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრებისთვისაც მიუღებელია. შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მაგრამ ხელით შეეხო?!
ერაყში ომია, კლავენ ხალხს, თავს აჭრიან, იქ ჟურნალისტებს არ გაუკეთეს ის, რაც აქ საქართველოში. გონზე მოდით. აზრზე არ ხართ რამდენი შეხვედრა, სადილი იყო იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი აწეულიყო, არამარტო მე, ათასობით ქართველი აკეთებდა ამას და ერთმა დღემ ეს ყველაფერი ჩამოანგრია.
მელია ხომ დაიჭირეთ, კამერების მეშვეობით, გუშინ ვინც ეს ხალხი სცემა, ყველა უნდა იყოს ციხეში. არ თქვათ, რომ ეს გეებს მხარს უჭერსო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის. მახსოვს, პარლამენტი ქუთაისში რომ იყო, ვიღაცას პიჯაკი ჩამოახიეს და ციხეში გაუშვეს. აგერ კამერებია, ყველა უნდა დაისაჯოს, ეს თუ არ გაკეთდა, ძალიან მძიმე დღეში იქნება ქვეყანა.
რაც მე მაქვს ნალაპარაკევი, რომ საქართველო ძალიან მაგარია, უცხოელები გვიყვარს, ყველაფერი წყალში ჩაიყარა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვაში.
ნახეთ, ჟურნალისტების სია, რომლებიც აქციაზე დაშავდნენ:
“რუსთავი 2”-ის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიამ ქუმსიშვილი
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია
“რადიო თავისუფლების” ოპერატორი დათო ქორიძე
“რუსთავი 2”-ის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი
“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა
On.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე
“ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა
“მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი
“მთავარი არხის” ჟურნალისტი დათუნა ახალაძე
“მთავარი არხის” ოპერატორი ანრი ჯოხარიძე
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი
“მთავარი არხის” ოპერატორი თორნიკე ბარნაბიშვილი
“ფორმულას” ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი
“ტაბულას” ჟურნალისტი მაკო ჯაბუა
“ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ლუკა პერტაია
პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი
“პალიტრანიუსის” ოპერატორი რომა ტარუღიშვილი
“გურიანიუსის” ჟურნალისტი მერაბ ცაავა
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი გიორგი პერტია
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა
“რუსთავი 2-ის” ოპერატორი ზურა მანაგაძე
“რუსთავი 2-ის” ოპერატორი ბექა ათაბეგაშვილი
“რუსთავი 2-ის” ოპერატორი ნიკოლოზ ურუშაძე
“ტვ პირველის” ჟურნალისტი გუგა მაისურაძე
“ფორმულას” ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე
“ფორმულას” ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი
„ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი
“იმედის” ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი
“იმედის” ოპერატორი შოთა კირვალიშვილი
“ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია
“ფორმულას” ოპერატორი ლექსო ხომასურიძე
“ტვ პირველის” ოპერატორი ლევან ბრეგვაძე
“ფორმულას” ფოტოგრაფი ვახო ქარელი
“ფორმულას” ოპერატორი ზაზა კაპანაძე
“ფორმულას” ოპერატორი გიორგი მაისაშვილი
“ფორმულას” ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული
“ნიუპოსტის” ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე
CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნათია ქოქოსიძე
“მთავარი არხის” თაკო ლეკვეიშვილი
“მთავარი არხის” ოპერატორი ვაჟიკო ჩხაიძე
“მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია
“მთავარი არხის” ოპერატორი ლევან კალანდია






















