16:04 | 2020-04-22 ავტორი: Prime Time

“ერევანი ნაგავში იძირება, თბილისში კი რუსთაველის პროსპექტს რეცხავენ” – რას წერს სომხური გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე

“ერევანი ნაგავში იძირება, თბილისში კი რუსთაველის პროსპექტს რეცხავენ” – რას წერს სომხური გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე

სომხურ გაზეთში „გოლოს არმენიი“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც საუბარია ფაშინიანისა და გიორგი გახარიას ბრძოლის ეფექტურობაზე კორონავირუსის წინააღმდეგ.

 

გამოცემა წერს, რომ „საქართველოში ბუნებრივი გაზის 700 ათასი და ელექტრონერგიის 1,2 მომხმარებელი სახელმწიფოსაგან კომპენსაციას მიიღებს.

 

ამ დროს ნიკოლის „ფეიკოსნები“ ქართველებს დასცინოდნენ – შეხედეთ, თბილისში რუსთაველის გამზირს რეცხავენო, იმას კი ვერ ხედავენ, რომ ერევნის ქუჩები ნაგავში იძირება.

 

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც სამუშაო კორონავირუსის გამო დაკარგეს, მთავრობისაგან ექვსი თვის განმავლობაში დახმარებას მიიღებენ.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონის ქვეყნებზე უკეთესი სიტუაცია ჰქონდა, მაგრამ თბილისსა და მსხვილ ქალაქებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა მაინც აკრძალა.

 

მოქალაქეებს ნიღბების გაკეთება დაავალდებულა და მაღალი ჯარიმები დააწესა.

 

სომხეთის მოქალაქეები კი ტელეეკრანებზე ყოველდღიურად ხედავენ უნიღბო მინისტრებს და დეპუტატებს.

 

საქართველოში შიდა კომუნიკაციები იმ დროს შეწყვიტეს, როცა დაავადებულთა რაოდენობა 400-ს მიუახლოვდა, გარდაცვლილი კი ოთხამდე იყო.

 

სომხეთში კი – როცა ქვეყანაში 1039 დაავადებული და 14 გარდაცვლილი იყო.

 

სომხეთისაგან განსხვავებით, სადაც მთავრობას პირველი მოხმარების საგნებისა და სურსათის ფასების მატებაზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

 

სომხეთის ხელისუფლება დაუდევრად უყურებს და მაინცდამაინც დიდად არ ცდილობს მოსახლეობის კორონავირუსისაგან დაცვის უზრუნველყოფას, ფასები იზრდება.

 

ადამიანები საჭმელზე უკანასკნელ კაპიკებს ხარჯავენ, იზრდება პანიკა.

 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ საქართველოში შექმნილი შედარებით ნორმალური სიტუაცია მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობითაა.

 

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი გადაკრულად მიგვანიშნებს, რომ ბევრი დაავადებულ-გარდაცვლილი იმიტომაა, რომ არაფერს ვმალავთ…

 

ცხადია, ეს საქართველოს ნამდვილად არ ეხება – პირიქით, სომხები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება დღე-ღამეში სიკვდილის ერთ შემთხვევას რომ გვამცნობს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პანიკა თავიდან აიცილონ.

 

სინამდვილეში, ჩვენთან ვირუსით სიკვდილიანობა ბევრად მაღალია.

 

ხელისუფლებამ რეალობის გრძნობა დაკარგა, სწრაფად მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი.

 

სოციალური ბუნტი უკვე მომწიფებულია და ყოველ დღეს შეიძლება ქუჩის გამოსვლები დაიწყოს.

 

თავის დროზე ნიკოლ ფაშინიანის თანამოაზრემ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს “უცოდინარი პოღოსები” უწოდა.

 

ხოლო მოგვიანებით თვითონ ნიკოლმა ამ “პოღოსებს” მწვანილისა და მაწონის ჭამა ურჩია, შიმშილით რომ არ მომკვდარიყვნენ.

 

და რა მნიშვნელობა აქვს „პოღოსებისათვის“, რითი მოკვდებიან – შიმშილისაგან თუ ვირუსისაგან?

 

გიორგი გახარიას რომ მსგავსი რჩევა მიეცა თანამემამულეებისათვის, ხალხი მას პრემიერის პოსტის დატოვებას აიძულებდა!

 

სომხეთში სიტუაცია სულ უფრო მოგვაგონებს საყოველთაო ქაოსს…”

ავტორი: Prime Time

X