
ქართველმა რეჟისორმა, ერმალო მაღრაძემ თავისი ბოლო ნამუშევრის – „ეს დაიწყო საქართველოდან“ პრემიერა გააუქმა.
ამის შესახებ რეჟისორმა საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა:
„მეგობრებო,21 მარტს დაანონსებული ჩემი ფილმის ,,ეს დაიწყება საქართველოდან”, პრემიერა გადაიდო, სანამ ვითარება ქვეყანაში სტაბილური არ გახდება.კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს!“ – წერს ერმალო მაღრაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა.






















