11:20 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა

ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თიბისიმ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, საბავშვო აქტივობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ – შექმნა. შემეცნებით-გასართობ პროექტზე, რომლის მიზანიც ახალი თაობისთვის მუზეუმის სივრცეში დაცული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გზით გაცნობაა, სტუდია „ილუსტრატორმა“ და ილუსტრატორებმა – თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა იმუშავეს.

ნაკრები რამდენიმე შემოქმედებით სავარჯიშოს აერთიანებს, რომლებიც თემატურად მუზეუმში დაცულ ისეთ კოლექციებს, ექსპონატებსა და ისტორიებს უკავშირდება, როგორებიცაა: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების გამოფენა, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენილი ხალიჩა და ფარდაგი; შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები; მითი არგონავტების შესახებ და სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული მძივი ავგაროზი.

თითოეული აქტივობა პატარებს სთავაზობს სხვადასხვა ტექნიკას: ხატვას, ძერწვას, სტენსილს, ქსოვასა და ქაღალდით სამგანზომილებიანი წიგნის შექმნას.

 

თიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის
2020-05-19თიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის

 

ნაკრები აერთიანებს ვიდეო, ფოტო და ტექსტუალურ ინსტრუქციებს, რომლებიც დაწვრილებით უხსნის პატარა ავტორებსა და მათ მშობლებს – როგორ შექმნან საკუთარი ნამუშევარი და რა მასალაა ამისათვის საჭირო. ასევე, ყოველ დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტები, რომელთა შექმნაში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილება იყო ჩართული.

„თიბისის“ გენერალური დირექტორი - 2020 წლის განმავლობაში არცერთი თანამშრომელი სამსახურს არ დაკარგავს
2020-04-17„თიბისის“ გენერალური დირექტორი - 2020 წლის განმავლობაში არცერთი თანამშრომელი სამსახურს არ დაკარგავს

 

„მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და კულტურული მემკვიდრეობა.

ვიდეო-ტუტორიალი და ნაკრების გადმოსაწერი ბმული ნახეთ აქ – მხიარული თავგადასავლების მუზეუმი.

ავტორი: Prime Time

X