
საქართველოში ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და მათი თარიღი ივნისში გამოცხადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება.
„2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში.
მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საგანმანატლებლო დაწესებულებები მარტიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
დაგაინტერესებთ: პრემიერ-მინისტრი სასწავლო წლის დასრულების თარიღს ასახელებს






















