20:20 | 2020-10-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჟიული შარტავას მეუღლე ქმართან უკანასკნელ საუბარს იხსენებს

ჟიული შარტავას მეუღლე ქმართან უკანასკნელ საუბარს იხსენებს

ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მეუღლე ლია შარტავა წლების შემდეგ, იმ დღეს იხსენებს, როცა მისი მეუღლე აფხაზეთში წავიდა.

 

ჟიული შარტავას შვილიც იქ იყო…

 

„დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი…

 

მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: „ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”… კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: „ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”. – იხსენებს ლია შარტავა.

 

ეროვნული გმირის მეუღლის ვრცელ მონათხრობს ამ ბმულზე გაეცანით.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X