
თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ოფიცრის მეუღლეს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა. პაციენტი მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რამდენიმე საათში, ინფიცირებულს, სპეციალურ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანენ. ოფიცერსა და მის მეუღლესთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
COVID -19 დაუდასტურდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მანტანში მცხოვრებ ერთ პირსაც. ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
თავდაცვის სამინისტროს მე- 20 კადრირებული ბრიგადის ოფიცერს, ვირუსი 30 სექტემბერს გამოუვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში, კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70 – მდე გაიზარდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

PTN.GE






















