
რუსთავში, ერთ-ერთ სახელმწიფო მოხელეს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება და მას ლაბორატორიული გამოკვლევები უტარდება. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში, შოთა რეხვიაშვილმა POST TV-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ აღნიშნული სახელმწიფო მოხელის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურეს. ჯერჯერობით სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















