
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე დაიწყო და ის გლდანის მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება.
მელიამ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი გლდანელი მას ხმას იმიტომ აძლევს, რომ თავადაც ელექტრონული სამაჯურის მატარებელია.
„ჩემნაირი გავიცანი, გლდანის ამომრჩეველი. მხოლოდ სამაჯურის ხათრით გაძლევ ხმასო“, – წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას გამოძიებამ ელექტრონული სამაჯურის ტარება 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში დაუწესა.























