20:39 | 2020-03-30 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია! – ამ განცხადების შემდეგ გახარიამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ვინ არის ეს ექიმი

ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია! – ამ განცხადების შემდეგ გახარიამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. ვინ არის ეს ექიმი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკია.

 

„გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას“.- განაცხადა გახარიამ.

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა გაერკვია რომელი კლინიკის თანამშრომელზე საუბრობდა პრემიერი.

 

რამდენიმე დღის წინ კლინიკა „მედკაპიტალის“ თანამშრომელზე ვწერდით, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ კლინიკას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით და ვკითხეთ, მათ თანამშრომელს ხომ არ გულისხმობდა პრემიერი თავის გამოსვლაში. კლინიკაში კატეგორიულად უარყვეს ის ფაქტი, რომ გახარიამ მათი თანამშრომელი იგულისხმა და განმარტეს, რომ მათ ექიმს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

„პრაიმტაიმს“ სანდო წყარომ უამბო, რომ მედიცინის სექტორის თანამშრომელი, რომელზეც გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა, ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს.

 

აი რას გვიყვება ექიმის მეგობარი, რომელიც, დიდი ალბათობით, კორონავირუსით დაინფიცირდა.

 

„ბოჭორიშვილის კლინიკაში შეიყვანეს პაციენტი ცხელებით, რომელმაც დამალა რომ მარნეულიდან იყო და ამიტომ მაღალი რისკჯგუფში არ ჩათვალეს და თერაპიულ განყოფილებაში სხვა პაციენტთან ერთად დროებით დააწვინეს. ამ პაციენტს რამდენიმე საათში დაეწყო სპაზმური ხველა, ანალიზის აღების შემდეგ, დაუდგინდა კორონავირუსი. მან დააინფიცირა მეორე პაციენტი და ექიმი, რომელიც ეკიპირების გარეშე შედიოდა მათ პალატაში. ახლა ელოდებიან ექიმის და მისი ოჯახის პასუხს. “ – აცხადებს წყარო.

 

აღნიშნული ინფორმაცია ბოჭორიშვილის კლინიკაში გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა ისიც თქვეს, რომ 3-ის პასუხს ხვალ ელოდებიან.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X