
თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კატამ თავისი კნუტი მიიყვანა.
მოვლენის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ Twitter-ზე გავრცელდა. კლინიკის პერსონალს ეგონა, კნუტს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა და პატარა მედიკოსთა ბრიგადამ გასინჯა.
თუმცა, საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინეს.
Bugün hastanenin acilindeydik, bir kedi ağzında taşıdığı yavrusunu koşa koşa acile getirdi pic.twitter.com/lS7acpuWmg
— Merve Özcan (@ozcanmerveee) April 27, 2020






















