13:15 | 2021-09-10 ავტორი: Prime Time

ერთ-ერთი მძევალი გაუშვა, რომ 112-ზე დაერეკა და შეტყობინება გაეკეთებინა – ბანკზე თავდასხმისას აყვანილი მძევლის ნაამბობი

ერთ-ერთი მძევალი გაუშვა, რომ 112-ზე დაერეკა და შეტყობინება გაეკეთებინა – ბანკზე თავდასხმისას აყვანილი მძევლის ნაამბობი

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმისას, მძევლად აყვანილი და გათავისუფლებული იოსებ სამხარაული მომხდარს იხსენებს.

 

„შესვლიდან დაახლოებით 5 წუთში, ეს პიროვნება ჩვენთან მოვიდა და ყველას ერთ ადგილზე შეგროვება გვთხოვა. ვიყავით ორი კლიენტი და ბანკის ოთხი თანამშრომელი. ითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარსა და ნახევარ მილიონ ლარს. ერთ-ერთ კლიენტს, რომელიც მერე გამოუშვა, უთხრა, რომ 112-ში დაერეკა და ეთქვა, რაც მოხდა – რომ ბანკში მძარცველი შემოიჭრა და მძევლები აიყვანა. პროცესში აქტიურად ჩაერთო სამხარეო პოლიციის უფროსი, ბატონი გიორგი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, რომ ამ პიროვნებას მძევლები გაეთავისუფლებინა“, – ამბობს იოსებ სამხარაული „ქრონიკასთან“.

 

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი, კახეთის პოლიციის სამმართველოში წუხელვე გადაიყვანეს.

 

49 წლის შალვა მელიქიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

 

დაკავებულის მეზობლები ყვებიან, რომ ის შემთხვევამდე ერთი საათით ადრე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედასთან ერთად იმყოფებოდა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო.

 

ნახეთ სხვა სიახლეები: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X