14:46 | 2021-06-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც P.S.-ში დავბრუნდი, არის “კიკალა”. ისეთი “მოხოდილია”… – გიორგი ქორქია განახლებულ “პოსტკრიპტუმზე”

“ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც P.S.-ში დავბრუნდი, არის “კიკალა”. ისეთი “მოხოდილია”… – გიორგი ქორქია განახლებულ “პოსტკრიპტუმზე”

გიორგი ქორქია “პოსტკრიპტუმს” უბრუნდება. “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი ცნობილი სახე, დილის გადაცემიდან ისევ იმ პროექტის ნაწილი ხდება, რომლითაც ამ არხს წლების წინ შეუერთდა.

 

ტელეჟურნალისტი გახარებულია და “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის P.S.-ში დაბრუნებას დათანხმდა, ამ გადაცემაში დათო კიკალიშვილის დაბრუნდებაა.

 

გიორგი ქორქია: – P.S. მალე გავა ეთერში. თავიდან, როდესაც მე “რუსთავი 2”-ში გადმოვედი, სწორედ “პოსტკრიპტუმის” ჟურნალისტი ვიყავი და პარალელურად “უკანასკნელი გმირის” წამყვანი გახლდით. მერე, გარკვეული მიზეზების გამო, წამოვედი გადაცემიდან.

 

2021-06-01"რუსთავი 2" მაყურებელს საუკეთესო გადაცემებით გაანებივრებს" - ირაკლი იმნაიშვილი გვიყვება რა გადაცემებს იხილავთ არხზე

 

გავაკეთებ იგივეს, რასაც დილაში ვაკეთებდი. ჩემი სიუჟეტები იქნება ყველა საინტერესო თემაზე პოლიტიკისა და სოციალური სფეროს გარდა. ჩემი სიუჟეტით დასრულდება გადაცემა. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ გადაცემის ყველა სიუჟეტი ძალიან საინტერესო იქნება.

 

ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მე P.S.-ში დავბრუნდი არის “კიკალა”. გადაცემას უბრუნდებიან – დათო ნიკურაძე, ნიკა ლებანიძე, თომა ჩაგელიშვილი… ძველი გუნდი.

 

დათო კიკალიშვილს ევროპიდან ექნება სიუჟეტები. ისეთი “მოხოდილია”, მაგარ ხასიათზეა, რომ მაგრად მიხარია. სიუჟეტები უკვე გამზადებული აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან… ახლა ვყალიბდებით, დღეში 200 თათბირი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაცემა იქნება.

 

დაბრუნდება ძველი P.S, რომელიც მე მიყვარდა და დათო კიკალიშვილს მიჰყავდა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X